ირაკლი ღლონტი ოზურგეთს 81 მილიონიან ინვესტიციას პირდება

გომისმთა 45 მილიონი დოლარი, ჩაის განვითარება 5 მილიონი დოლარი, ურეკი-შეკვეთილი 31 მილიონი დოლარი – ირაკლი ღლონტი ოზურგეთს 81 მილიონიან ინვესტიციას პირდება.

ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან ირაკლი ღლონტმა დღეს ოზურგეთელებს რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროგრამა წარუდგინა. ამბობს, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში უცხოელი ინვესტორი 81 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს განახორციწლებს. პროექტი ჩაის კულტურის განვითარებას ასევე ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას გულისხმობს, რაც გომის მთას, ურეკსა და შეკვეთილს მოიცავს. პროექტის პრეზენტაცია დღეს ჭადრების ბაღში გაიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share