ოზურგეთის სასამართლომ კოტე შარაშენიძის დაჯარიმების მოთხოვნაზე ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას უარი უთხრა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე) დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, კოტე შარაშენიძის დაჯარიმების მოთხოვნაზე ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიას უარი უთხრა.

ეს გადაწყვეტილება ოზურგეთის სასამართლოში მოსამართლემ ამ წუთებში გამოაცხადა.

საოლქო კომისია კონსტანტინე შარაშენიძის 2 000 ათასი ლარით დაჯარიმებას მოითხოვდა, გასულ კვირაში შარაშენიძის მიერ თავის თანამშრომლებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებების გამო.

სასამართლომ დარღვევა იმდენად უმნივნელოდ ჩათვალა, რომ კომისიის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share