სააკაშვილი და მის მიერ მართული ძალები რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად- წულუკიანი

“სააკაშვილი და მის მიერ მართული ძალები რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად”-ამბობს ქართული ოცნების წევრი, თეა წულუკიანი საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.

“მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალა რჩება, სამწუხაროდ, მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში. ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის უკვე ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა და კულტურა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა.ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ეს უკვე იქცა ტრადიციად, სისტემურ ქცევად.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share