დღეს, 61 წლის ასაკში ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ალექსანდრე ლომიძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, თუმცა საბოლოოდ მისი დამარცხება ვერ შეძლო.
ალექსანდრე ლომიძე მრავალი წლის მანძილზე ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე იდგა და მაყურებელს თავი სხვადასხვა, სახასიათო როლით დაამახსოვრა. ის განასახიერებდა ნოდარ დუმბაძის ცნობილ დიდროს, კრეონს ”ანტიგონედან”, ყვარყვარეს ”ყვარყვარე თუთაბერიდან” და მრავალ სხვა პერსონაჟს.