კახი ასანიძეს ოქროს მედლამდე ერთი კილოგრამი დააკლდა

ფინეთში მიდმინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კახი ასანიძემ სამი მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის შვილმა ატაცში ჯერ 143კილოგრამი დასძლია, შემდეგ – 146, ხოლო მესამე ცდა (147) გაუცუდდა. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ კახიზე მეტი არავის აუწევია, მაგრამ რიგითობის მიხედვით ჩვენებური ამ მოძრაობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრა 170 კილოგრამით დაიწყო, რასაც 174 კილოგრამიც მიაყოლა, ხოლო 176 კილოგრამს ვერ მოერია. მიუხედავად ამისა, ასანიძე საერთო ჩათვლაში ლიდერობდა, დარჩენილი იყო პოლონელი პიოტრ კუდლაჟიკი, რომელიც ატაცში მხოლოდ მეექვსე ადგილზე გავიდა. თუმცა, პოლონელმა ჯერ 177 კილოგრამი ასწია, შემდეგ 180 კილოგრამსაც მოერია და სანიძეს ორჭიდის ჯამში ერთი კილოგრამით აჯობა.

ასანიძემ ორჭიდის ჯამში მოგროვილი 320 კილოგრამითაც ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ვერცხლი აიღო აკვრაშიც, ხოლო ატაცის ბრინჯაო ზემოთ ვახსენეთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share