მსოფლიოში ყველაზე დიდი კურდღელი 1.2 მეტრია

image

გამოცემა “დეილი მეილი” მსოფლიოში ყველაზე დიდი კურდღლის ფოტოებს ავრცელებს. იგი სიმაღლით 1 მეტრი და 20 სანტიმეტრია. მას “კონტინენტურ გიგანტ დარიუსს” უწოდებენ. ცხოველი აგრძელებს ზრდას. მისი პატრონია ანეტ ედვარდსი. გიგანტი კურდღელი მიირთმევს დღეში 12 სტაფილოს, 6 ვაშლსა და 2 თავ კომბოსტოს.

დარიოსამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი კურდღელი იყო ალისა.

ქალბატონმა ანეტ ედვარდსმა ქალაქ ვორჩესტერში (აშშ) მსოფლიოს 4 ყველაზე დიდი კურდღელი გაზარდა. პირველი იყო რობერტო, მეორე – ემი, მესამე – ალისა და მეოთხე – დარიუსი. თითოეული მათგანი აღემატებოდა 10 კილოგრამს. დარიუსისაგან იგი ელოდება ახალი რეკორდის დამყარებას. დარიოსს კი არ აწონიან, არამედ სიმაღლის მიხედვით შეაფასებენ გინესის რეკორდებისათვის. ესა პირველი კურდღელი, რომელიც მეტრზე მეტი სიმაღლის გაიზარდა.

image

intermedia.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share