პარტია „კანონი და სამართლის“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ღლონტი ამ ეტაპზე არცერთ ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს. როგორც ღლონტმა „პრაიმტაიმნუისთან“ საუბრისას განაცხადა, მას გაერთიანებული ოპოზიციიდან სიაში ჩასმის თაობაზე შემოთავაზებაც ჰქონდა, თუმცა აღნიშნულ წინადადებას არ დასთანხმდა.
„ჯერჯერობით, არცერთ პარტიაში ვფიქრობ გაწევრიანებას. არ არის აუცილებელი, რომ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ვიყო, რათა ვიბრძოლო, როგორც აქტიურმა ოპოზიციონერმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ის მხარს უჭერს „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატს, მანუჩარ კვირკველიას, რომლის საარჩევნო შტაბს თავადვე ხელმძღვანელობს.
„აქტიურად ვარ ჩართული ოლიმპიური ჩემპიონის, ჩემი ახლო მეგობრის, გურიაში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას შტაბში და საარჩევნო კამპანიაში, ვარ შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მანუჩართან ერთად ვცდილობთ, რომ დავარწმუნოთ ჩვენი გურული მოქალაქეები, რომ ცვლილებების დრო ნამდვილად დადგა და ყველაზე საუკეთესო კანდიდატს ჩემპიონს საქმეში და სპორტშიც მანუჩარ კვირკველიას ერგოს გურული ხალხის საპარლამენტო მანდატი. მასთან ერთად ვიბრძვი, რომ გურიაში დასრულდეს სიღარიბე და მანდატი ატაროს კაცმა, რომელიც ცხოვრებაში არასდროს დამარცხებულა“,- განაცხადა ღლონტმა.
ინფორმაციისთვის, “კანონისა და სამართლია” ლიდერმა ირაკლი ღლონტმა პარტია ერთ თვეზე მეტია, რაც დატოვა.