ზელენსკი ამ ამბებით შეშფოთებულია-სააკაშვილის დაკავებაზე უკრაინა განმარტებას ითხოვს

უკრაინა ქართული მხარისგან მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს,
– ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამგვარი ამბებით და საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

უკრაინა ქართულ მხარეს სთხოვს განმარტებას უკრაინის მოქალაქისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმის ყველა გარემოებისა და მიზეზის შესახებ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი Facebook-ზე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share