კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ ხმა”ქართულ ოცნებას” მისცა.
ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ გუშინ სამართალდამცავების მიერ თავიდან იქნა აცილებული გადატრიალება და პროვოკაცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა.
“გუშინ ჩვენი სამართალდამცველების მიერ თავიდან იქნა აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოვიდა ქვეყნის გადასატრიალებლად, არეულობის მოსაწყობად და რაც მთავარია ის ქვეყანაში შემოვიდა როგორც მას სჩვევია, როგორც კურდღელი. ის იქნა დაკავებული, იმყოფება N12 დაწესებულებაში, სადაც რა თქმა უნდა მისი უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლებები იქნება დაცული,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.