საარჩევნო ნომერზე მეზობლების დავას ბიულეტენი შეეწირა

ფაქტი დღეს ოზურგეთში ქალაქის ერთ-ერთ  უბანზე მოხდა.  შუახნის ქალბატონს, რომელსაც სახლში გადასატანი ყუთი მიუტანეს, მეზობელმა 25 ის ნაცვალ 41 შემოუხაზა.  “ქალბატონს გადაადგილება არ შეეძლო და საარჩვენო ყუთი სახლში მიუტანეს . მასთან იმყოფებოდა მეზობელი რომელსაც  ნომრის შემოხაზვაზე დახმარება სთხოვა. ქალბატონმა დააფიქსირა რომ ის ხმას პარტია “საქრთველოსთვის”  აძლევდა,  მეზობელმა კი მას 25 ის ნაცვლად 41  შემოუხაზა რასაც მეზობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.ქალბატონმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ გადაეხაზათ 41 და შემოეხაზათ 25. საბოლოო ჯამში, ბიულეტენში ორივე ნომერი დარჩა შემოხაზული,  რასაც შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საარჩევნო ბიულეტენის გაბათილება მოჰყვება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share