“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოს, სადაც ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოსყიდვის ფაქტია დაფიქსირებული.
ხალხი ყიდის სამშობლოს, “ – დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში და გამოაქვეყნა ფოტო.
აღნიშნულ ფაქტს “ფორმულას” ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე ეხმაურება და წერს:
“სირცხვილიც აღარაა, ღალატია ეს და ბოროტება – გაჭირვებით სამშობლოს გაყიდვა არ მართლდება, გაჭირვება ცვლილებების წყარო უნდა იყოს,” – წერს მშვილდაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.