ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს: “საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ოპოზიცია განიხილავს როგორც რეფერენდუმს. ქართული ოცნებების მთავრობა დაპირდა შარლ მიშელთან შეთანხმებით, რომ ჩაატარებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს, თუ მუნიციპალურ არჩევნები მიიღებდა ხმების 43% ზე ნაკლებს . IPSOS ეგზიტპოლების მიხედვით 5 საათის მონაცემებით ქართულმა ოცნებამ 38,6 პროცენტი აიღო. ჩვენ რათქმაუნდა ოფიციალურ მონაცემებს დაველოდებით. სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და დააპატიმრეს. ნათელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება ნამდვილად არ შეაგროვებს 43%-ს, ოპოზიცია აუცილებლად მოითხოვს, რომ ქართულმა ოცნებამ დაუყონებლივ ჩაატაროს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ” – აცხადებს კუბილიუსი.