ქუთაისში მე-20 უბანზე თავმჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ – დეკანოიძე

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისის მე-20 უბანზე კომისიის  თავმჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ და არ გამოდიან. დეკანოიძის ინფორმაციით, უბანზე ოპოზიცია იგებს. :”20 -ე უბანს ვიგებთ და თავჯდომარე და მდივანი საპირფარეშოში ჩაიკეტნენ. არ გამოდიან”, – წერს ხატაი დეკანოიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share