ოზურგეთში საბავშვო ბაღების ფუნქციონირების დაწყება ახალი რეგულაციების გამო ვერ მოხერხდა.
როგორც “გურიის მოამბემ” გაარკვია, ახალი რეგულაციებით, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღების სამზარეულოები უნდა გადასულიყვნენ ელექტროქურებზე და აუკრძალა სამზარეულოების ბუნებრივი აირით მომარაგება.
ამის გამო კომპანია”სოკარმა” სამზარეულოებში შემავალი მილები ჩაჭრა.
ვინაიდან, ჯერ-ჯერობით გაუგებარი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა გაზის ქურების ელექტროქურებით ჩანაცვლება, სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება დაანონსების მიუხედავად დღეს ვერ მოხერხდა და სწავლება ბაღებში გაურკვეველი ვადით გადაიდო.
როგორც აგვიხსნეს, ასეთი სულ 12 ბაღია და ამ წუთებში ყველგან ელექტროქურები მიაქვთ.