საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა განკარგულება გასცა, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, არ ჩაერივნონ ექიმები ან მისი ოჯახის წევრები.
ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე “მთავარი არხის” გადაცემაში, “მთავარი დებატები” ისაუბრა.
“ჯერ გაოგნებული ვუსმენდი, პირველი რამდენიმე წუთი, არ არის ეს მარტივი მოსასმენი თავიდან ვერ გავიაზრე ბოლომდე რაზე მელაპარაკებოდა. რომ გადამიარა ამ პირველმა ელდამ, მივხვდი, რომ ეს არის ის ტექსტი და ის გზა, რომელიც ერთადერთია ამ ქვეყნის გადასარჩენად.
მხოლოდ ამგვარი თავდადებით, მხოლოდ ამგვარი თავგანწირვით, არა მხოლოდ მიშა სააკაშვილის, თითოეული ჩვენთაგანის, არის შესაძლებელი, რომ ქვეყანა გამოვგლიჯოთ რეჟიმს ხელიდან”- განაცხადა ნიკა გვრამიამ.
რუსთავის ციხეში ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი დღეს, 4 ოქტომბერს მოინახულა.