“რუსთაველი უნდა ზანზარებდეს… სახელმწიფო მიტაცებულია და სახელმწიფო უნდა დაიბრუნოს ხალხმა”-ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული და მასშტაბური აქციების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი აზრით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებამდე არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მონაწილეობა აბსურდულია.

“დაკავებული უნდა გვქონდეს რუსთაველი, რა საშუალებაც გვაქვს, რითიც შეიძლება. სახელმწიფო მიტაცებულია და სახელმწიფო უნდა დაიბრუნოს ხალხმა. შესაბამისად, მე ვამბობ, მეორე ტურსაც გადაგვალეწავს თავზე, თუ ჩვენ პრევენციული ზომები არ მივიღეთ. სახელმწიფოს დაბრუნებისთვის ერთადერთი პრევენციული ზომა აქვს მიღებული კაცობრიობას, ეს არის ხალხის ხმა, უნდა ზანზარებდეს რუსთაველი”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: