“მართლა გიხარიათ? რა გიხარიათ, როდესაც იცით, რომ მთავარ ქალაქებში ცუდად გაქვთ საქმე?!” – არმაზ ახვლედიანი

ოპოზიციისთვის გაუგებარია მმართველი პარტიის განცხადებები არჩევნების მოგებასთან დაკავშირებით, რადგან, მათი თქმით, არჩევნების შედეგებმა საწინააღმდეგო აჩვენა.

პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ სასიხარულოდ არ აქვთ საქმე.

“მართლა გიხარიათ? და თუ გიხარიათ, რა გიხარიათ – იქნებ ჩვენც გაგვიხარდეს, იმიტომ, რომ იქნებ მივაღწიოთ ისეთ დღეს საქრათველოსი, როცა ერთად გაგვიხარდება. რაც თქვენ გიხარიათ და გგონიათ, რომ თავი ქუდში გაქვთ, ეს არის ტყუილში ყოფნა. ან რა გიხარიათ, როდესაც იცით, რომ მთავარ ქალაქებში ცუდად გაქვთ საქმე,”- აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share