“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ფართომაშტაბიანი აქციას აანონსებს, სადაც, მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.
ხაბეიშვილის თმით, სააკაშვილი ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი მოურავების ტყვეობაში დიდხანს ვერ იქნება.
“უახლოეს პერიოდში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება ორგანიზება, მთავარი მოთხოვნა იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები”- ამბობს ხაბეიშვილი.