პოლიტიკური დევნის უმაღლესი მწვერვალი -მიხეილ სააკაშვილს ციხეში უფლებებს უზღუდავენ

ოლიგარქიული რეჟიმი პოლიტიკური დევნის უმაღლეს მწვერვალს აღწევს, ივანიშვილის პირადი პატიმარი კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ ექცევა. “ქართული ოცნება” მთავარ საფრთხეს სწორედ ქვეყნის მესამე პრეზიდენტში ხედავს, უფლებებს უზღუდავს და ხელოვნურად ამძიმებს მის მდგომარეობას. რეჟიმის მთავარი მიზანი ახლა სააკაშვილის მაქსიმალური იზოლირებაა, რისთვისაც ხელისუფლებაც და ციხის ადმინისტრაციაც ახალ შეზღუდვებს აწესებენ.

მათ შორის ერთ-ერთი მთავარია მესამე პრეზიდენტისთვის სატელეფონო ზარების უფლების ჩამორთმევა, მასთან მნახველების შეშვების მაქსიმალური შეზღუდვა და სასამართლო პროცესების გაჭიანურება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხელოვნური მოტივით დეპუტატებს უარი უთხრა საკანში შესვლაზე, პროკურატურამ კი სასამართლო განხილვების დაწყება მეორე ტურების დასრულების შემდეგ, ნოემბერში დაგეგმა. ერთადერთი ვინც დღეს ციხეში სააკაშვილის მონახულება შეძლო, უკრაინის რადას დეპუტატი იყო.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share