გია ცეცხლაძე: “აღარც ღირსება შერჩათ, აღარც მეობა, აღარც პრინციპი”

გია ცეცხლაძე, რომელიც  ოზურგეთში  პარტიიდან, “გახარია საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი იყო, სოციალურ ქსელში წერს:

“კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ვინც გულრწფელად გვერდით მედგა.

სანამ ადამიანი ფულზე, ფუჭ დანაპირებზე, ვითომ და სამსახურზე, ვითომ და დაშინებაზე მიზეზად (თუ არ მინდა ვინ შემაშინებს) ამის გამო თუნდაც ბოლოს “სტავკა” აუწევიათ და 500 ლარებსაც არიგებდნენ…

ვინც ამ ყველაფრის გამო მეგობარს და ახლობელს გაყიდის არაფერი გვეშველება, აღარც ღირსება შერჩათ, აღარც მეობა, აღარც პრინციპი, აღარც ადამიანობა ყველაფრის გაყიდვა როგორ შეუძლიათ?

ღმერთის გეშინოდეთ აუცილებლად მოგეკითხებათ!!!

ჩემი აზრით და შეხედულებით საცოდავია ასეთი არსება – იმიტომ, რომ უბრალოდ სამარცხვინოა ასეთი არსება იყო და ადამიანი გერქვას!!!!!

ჩემს ვითომ და ათეულობით ,,მეგობრებთან” ერთად ,,დიდი მადლობა” ლიხაურსაც.  დრონი მეფობენ არა მეფენი”-წერს ცეცხლაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share