ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზვიად ზვიადაურს, ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ზვიადაურის ადვოკატი აცხადებს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია.
მისივე ინფორმაციით, ხერხემალზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციურ დაწესებულებაში მალევე გადაიყვანეს.
“ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია, ის ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია“, – აცხადებს კოტრიკაძე.
ცნობისთვის წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.