მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნიდან მიემგზავრებიან, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ – გაბუნია

ჯანდცავის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერის გაკეთებას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც საზღვარგარეთ მიამგზავრებიან.

განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ.

განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ, ამდენად ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეოს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან და ეს შეიძლება იყოს ფაიზერის, შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა იღებს, სადაც პირი მიემგზავრება. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან უნდა იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათთვის ვაქცინაციას დაგეგმვა”, – თქვა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ქვეყანაში მესამე დოზით აცრა ასევე დასაშვები გახდა 50 წელს ზემოთ ადამიანებისა და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share