რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ისევ აქცია იმართება. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან მისულები. მათ ციხესთან ხმის გამაძლიერებელი დინამიკი აქვთ მიტანილი, რათა მესამე პრეზიდენტმა საინფორმაციო გადაცემის მოსმენა შეძლოს.
სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ პროტესტს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე არ შეწყვეტენ.