“დაპატიმრებული პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციიდან დისტანცირება პოლიტიკური სიბეცეა”

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

“მოცემულობა ობიექტურად არის ასეთი: საქართველო ამჟამად არის დე-ფაქტო დიქტატურა. ქვეყანაში არ არსებობს არც თავისუფალი სასამართლო, არც თავისუფალი საარჩევნო სისტემა და ამ ორივე მოცემულობის არაერთი ობიექტური დადასტურება არსებობს, რასაც ყველაზე სკეპტიკოსი ადამიანებიც ვერ უარყოფენ. საკმარისია თუნდაც ქვეყნის პრემიერ მინისტრის ოფიციალური განცხადება, რომ პატიმარი პრეზიდენტის წინააღმდეგ განუსაზღვრელი რაოდენობისა და შინაარსის საქმეები შეიძლება აღიძრას ყოველგვარი გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს გარეშე. შესაბამისად, ამ სიტუაციაში ობიექტური, მიუკერძოებელი სასამართლო პროცესის ჩატარება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაპატიმრებული პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციიდან დისტანცირება უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სრულ პოლიტიკურ სიბეცეს, რომ არაფერი ვთქვათ ჩვეულებრივ ადამიანურ მორალურ და ეთიკურ დეფიციტზე. ის ე.წ. პოლიტიკოსები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომლებიც დიქტატურულ ქვეყანაში, კორუმპირებული სასამართლოს ხელში ჩავარდნილ, სასიკვდილოდ შეგნებულად გაწირულ ადამიანს მხარდაჭერის გარეშე ტოვებენ, არიან პრიმიტიული ნაძირლები და მორალური უფლებაც კი არა აქვთ, რომ დემოკრატიული პოლიტიკური სამყაროს წევრებად მოიაზრებოდნენ.” – წერს გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share