ოზურგეთში მაღაზიების გაქურდვის მცდელობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც გაქურდვის მიზნით რამდენიმე მაღაზიის ფანჯარა ჩაამტვრია. ფაქტი რამდენიმე წუთის წინ ერისთავის ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ მამაკაცი მაშინ დააკავა, როცა ის შიგნით შესვლას ჩამტვრეული ფანჯრიდან ცდილობდა. ამ წუთებში ადგილზე პოლიცია იმყოფება. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share