შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები, რომელიც სუს-ის სკანდალური ფაილების ერთ-ერთი ფიგურანტია და ამაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, ჟურნალისტებს თავს სოციალურ ქსელში დაესხა.
მას შემდეგ, რაც განმარტა თუ რატომ მოაწერა ხელი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ჟურნალისტებს მისდგა:
“”რაც შეეხება ჟურნალისტებს გთხოვთ ნუ მირეკავთ, თქვენ წისქვილზე მე წყალს არ დავასხამ, თქვენ რაც დამართეთ ეკლესიას და ხალხს ჯობს მოინანიოთ, ერთხელაც თქვენც ამოგიყრის ღმერთი ფაილებს, მაგრამ არა ზღაპრებს, არამედ ყველაფერ სიმართლეს, მიდით და იმართლეთ თავი ღვთის წინაშე”
წერს მეუფე იოსები და საკუთარ ფაილებზე საუბრის ნაცვლად ისევ ჟურნალისტების მისამართით ისვრის ისრებს.