ვისაც არ სურს ვაქცინაცია და ყოყმანობს, მიდით და გაუკეთეთ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, სანამ მათ სძინავთ – ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ მოქალაქეებს ვაქცინაციის გაზრდის მეთოდი შესთავაზა. CNN-ის ცნობით, დუტერტე ამბობს, რომ ვინაიდან ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, ქვეყანაში აცრილთა რიცხვი ძალიან მცირეა.
“პრობლემა იმაშია, ვისაც არ სურს ვაქცინაცია, ეძებეთ ისინი თქვენს სოფელში, მოდით წავიდეთ იქ, სანამ მათ სძინავთ და გაუკეთეთ ინექცია ძილის დროს, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. თუ მათ არ სურთ, მოდით, წავიდეთ მათ სახლებში და გავუკეთოთ ინექცია ღამის დადგომისას. მე ამას გავაკეთებ, მე გავუძღვები ამ კამპანიას”,- თქვა ფილიპინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ფილიპინებმა COVID-19- ის ვაქცინაცია გასული წლის 1 მარტს დაიწყო, პირველი დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირებიდან 1 წლის შემდეგ. ფილიპინები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ვაქცინაცია ყველაზე ბოლოს დაიწყო.