9 თვეში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 21.6%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.3 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 981.3 მლნ აშშ დოლარი (24 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ აშშ დოლარი (21.6 პროცენტით მეტი) იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4 047.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტი შეადგინა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share