დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მთელ საქართველოს დროულ გათავისუფლებას უსურვებს. მისი თქმით, სვეტიცხოვლობის დღესასწაული ყოველ ჯერზე უფერულდება, როცა ქართველი ერის და მისი სუსტი სახელმწიფოსა და ეკლესიის სულიერი დაცემის, დასნეულების და რღვევის უმძიმესი ნიშნები სახეზეა.
“დღეს მტკვარი მართლის სისხლითაა შეღებილი და დღეს უსამართლობის და ბოროტების სული მეფობს საქართველოში და იგი აშთობს ქართველი ერის სასიცოცხლო ენერგიებს. დღეს სიკეთემ უნდა დაამარცხოს ბოროტება, რათა მოჯადოებული წრიდან სახელმწიფომ და ერმა თავი დააღწიოს და ქართველი ერი განადგურებას გადარჩეს, მაშინ დაიბრუნებს ყველა დღესასწაული აზრს და შინაარს და იქნება ნამდვილი სიხარული და ზეიმი ქართველი ერისა, ნაცვლად არსებული ქაოსის, ვარამისა და გოდებისა.
ვუსურვებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს და მთელს საქართველოს დროულ გათავისუფლებას ოლიგარქატის ისტორიულად არნახული, უპრეცედენტო ბორკილებისგან და ცრუ ოცნებისაგან. დაე, სვეტიცხოველმა გამოაჩინოს თავისი ღვთაებრივი მადლი და ძალა!”, – წერს ილია ჭიღლაძე