“მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა”-ელისაშვილი

სიმართლე გითხრათ, დიდად თვალი არ მიდევნებია, გუშინ სხვა რაღაცეებით ვიყავი დაკავებული, მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, გუშინდელი აქციის სულისკვეთებას არ იზიარებს.

„სიმართლე გითხრათ, დიდად თვალი არ მიდევნებია, გუშინ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული, მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა. ვიცი, ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, თანდათან მივეჩვიეთ იმას, რომ ათეულობით ათასი ადამიანი, თუ რამდენიც იყო, არ ვიცი, გამოდის მშვიდად, აფიქსირებს თავის პროტესტს და მშვიდადვე მიდის სახლში. ეს არის ძალიან კარგი. არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რაც იმ აქციაზე იყო. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. აქციაზე რატომ უნდა ვყოფილიყავი. ევროპარლამენტარმა კი არა, ვინც არ უნდა თქვას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამ აზრს არ ვიზიარებ. არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share