პოლიციამ ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქტივისტების დაკავება დაიწყო. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი.
ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა. ოლიგარქის სასახლესთან სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ,. მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევს.