გურიაში, იმ ადგილას, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახლისა და დენდროლოგიური პარკის შესასვლელია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მხარდამჭერი წარწერა ,,თავისუფლება მიშას” გაჩნდა.
წარწერები ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა გააკეთეს. იდეის ერთ-ერთი ავტორის, ბესო ქათამაძის, თქმით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელი მოხატეს, ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ და წარწერას კერძო ავტომობილით გადაეფარნენ.