სკოლების დახურვის მოლოდინი არ გვაქვს – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის სკოლების ჩაკეტვის მოლოდინი არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს სკოლების მონიტორინგი, რომელიც გლობალური ჩაკეტვისგან თავის არიდების შესაძლებლობას იძლევა:

„ამ ეტაპისთვის შეზღუდვებთან დაკავშირებით ჩვენ ინიციატივები არა გვაქვს. აქედან გამომდინარე ალბათ ადგილზე ვიმსჯელებთ უკვე ყველა იმ მრავლობითი ფაქტორის გათვალისწინებით, თუ რა იქნებ შემდეგი ღონისძიებები. სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არა გვაქვს, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს და მიმდინარეობს მონიტორინგი. ხდება კლასების დახურვა, სკოლების დახურვა. სწორედ ლოკალური მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამ რეაგირებებიდან გამომდინარე თავი ავარიდოთ შემდეგ გლობალურ ჩაკეტვებს“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share