ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, ხელისუფლების მხრიდან ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც ისინი ოპოზიციის დასრულებაზე საუბრობენ: “რადგან ხელისუფლება ნაცების დასრულებას აპირებს, ოცნებისთვის კი ყველა, ვინც ეწინააღმდეგება, ნაცია, გამოდის, მინიმუმ 53%-ის დასრულებას აპირებს ოფიციალურად, ანუ ნახევარზე მეტს გაგვწყვიტავს. გვჯერა, პატ-ო ხელისუფლებავ, თქვენი მიზნების, გვჯერა” – წერს გამზარდია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.