სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტში (Losartan potassium) გენოტოქსიკური მინარევი აღმოჩნა. ამის შესახებ მათთან წერილი Denk Pharma GmbH & Co. KG-მ გაგზავნა.
სააგენტო მიმართავს ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაცია და უზრუნველყონ მათი გამოთხოვა ფარმაცევტული ბაზრიდან.
საუბარია შემდეგ მედიკამენტებზე:
- ლოსარ-დენკი 25
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG
- ლოსარ-დენკ 50
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG
- ლოსარ-დენკ 100
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG
- კოლოსარ-დენკი 50/12.5
50მგ+12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
DENK PHARMA GmbH & Co.KG
- კოლოსარ-დენკი 100/12,5
100მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Denk Pharma GmbH & Co. KG
ხუთივე ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა გერმანიაა.