3000 ცალი ქართული მუხისა და ნეკერჩხლის ნერგი დაირგო ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე სვანეთში, ლახამი ჰესის საპროექტო ტერიტორიის სამ მონაკვეთზე, კერძოდ, ზედა წყალმიმღებთან, ჰესის შენობასთან და ასევე ადგილზე, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა. ტყის განაშენიანების ინიციატივა ჰიდროელექტროსადგურის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. შერჩეული ტერიტორიის განაშენიანება ლახამი ჰესის ინვესტორის კეთილი ნება და გარემოზე ზრუნვის აქტია.
ლახამი ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის პორტფელში არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც სოფელ ლახამში მდებარეობს (მესტიის მუნიციპალიტეტი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი). ლახამის ჰიდროელექტროსადგური მცირე ზომის, მდინარის მოდინებაზე არსებული კასკადური ტიპის ჰესია. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 15.9 მეგავატია, წლიური გამომუსავება კი 87 მილიონი კილოვატსაათი.
„ჩვენ, CCEH-ის გუნდი, საქართველოში განხორცელებული ინვესტიციების ფარგლებში, პირველ რიგში, ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებაზე და იმ რეგიონის განვითარებაზე, სადაც ჩვენი პროექტებით შევდივართ. გვჯერა, რომ დასავლურ ინვესტიცია, მხოლოდ ერთჯერადად დახარჯული ფული არ არის, არამედ ამ ინვესტიციას მოაქვს რეგიონში სათანადო განათლება, ცნობიერების გაზრდა და გარემოზე ზრუნვის სხვადასვა მცირე თუ მსხვილი ინიციატივა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ნერგების დარგვა და მათი შემდგომი მოვლა ის საქმეა, რომელსაც უდიდესი ენთუზიაზმით ვაკეთებთ და გავაკეთებთ, ჩემს თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად“ – განაცხადა, მიხეილ ნიბლაძემ, კომპანია CCEH – ის დირექტორმა.
გამწვანების აქციაზე, ლახამი ჰესის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ბახვი 1 ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომლებიც ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლახამში იმყოფებოდნენ. ხეების დარგვის აქციის შემდეგ, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ლახამი ჰესის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და გაეცნენ ჰესის მუშაობის თავისებურებებს, ნახეს ჰიდროელექტროსადგურის თევზსავალი. გარემოსდაცვის და სოციალური პროექტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ გააცნეს თევზსავალის მუშაობის პრინციპები, ასევე, სოციალური პროექტები, როემლიც კომპანიამ მაღალი პასუხისმგებლობით და იმ სტანდარტების მიხედვით განახორციელა, რომელსაც ინვესტორი უწესებს თითოეულ პროექტს.
ტყის განაშენიანების აქციას წინ უძღვოდა ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მესამე შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში, პროექტის გუნდის წევრებმა საბჭოს წევრებს გააცნეს პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევების პროგრესი და ასევე, წარიმართა დეტალული კითხვა-პასუხის სესია, რომლიც ფარგლებში კომპანიის თანამშომლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს საბჭოს წერვების შეკითხვებს.