21-22 ნოემბერს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დროებით მოიხსნება

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილები შევიდა.

ცვლილების თანახმად,  არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 21 – 22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში,  რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.

დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე და ძალაში დარჩება 2020 წლის 22 ნოემბრის 05:00 საათის ჩათვლით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share