ტელეკომპანია “ფორმულას“ ეთერში, თათია შარანგიას გადაცემაში ისაუბრა დაპატიმრებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ. მან მადლობა გადაუხადა 14 ოქტომბრის აქციაზე შეკრებილ ხალხს. მისი თქმით, სააკაშვილს ოცნებად ჰქონდა ქცეული საქართველოში შემოღწევა.
“ის ნოსტალგიით დაავადებული ადამიანია“, – განაცხდა გიული ალასანიამ შვილზე. მისი თქმით, სააკაშვილს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზანი ჰქონდა, რომლის მისაღწევადაც ყველაფერს აკეთებდა.
“მე დავიღალე… ეს ჩემი შვილი არაფრით იღლება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
“ხალხმა კარგად გააცნობიერა ის, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი და სულ ტყუილად არის გამომწყვდეული“, – განაცხადა სააკაშვილის დედამ.