ზურაბიშვილი: ვულოცავ ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდს ამ ისტორიულ გამარჯვებას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადასვლას ულოცავს. ამის შესახებ ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს.

“ვულოცავ ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდს ამ ისტორიულ გამარჯვებას უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაში და ვუსურვებ წარმატებებს!”. – წერს ზურაბიშვილი.

ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის გურია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ლანჩხუთის გურიამ რუმინული კლუჟი დაამარცხა ანგარიშით 0-1. გოლი 68-ე წუთზე გაიტანა ხატია ჭყონიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share