“უფასო ლიფტები” – “ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატის მთავარი დაპირება

რუსთავის  ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ნინო ლაცააბიძემ, გადაწყვიტა მეორე ტურისთვის ყველა რესურსი გამოიყენოს და რუსთაველებს უფასო ლიფტებს დაჰპირდა.

,,ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო. ძველი ამორტიზებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის აკრეფაც უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ. ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით გავაუქმებ ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლებას”- განაცხადა ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო ერთი წლის მანძილზე საწვავის ფასი 46%-ით გაიზარდა, ხოლო ფასები სურსათსა და სხვა სახის აუცილებელ პროდუქციაზე თითქმის 50%-ით. ბოლო პერიოდში კი აქტიურად იმატებს პურის და შაქრის ფასი, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტებში ითვლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share