პოზიტიურია, რომ პარტიები ერთად მუშაობენ, რა შეიძლება იყოს კომპრომისი მათი გადასაწყვეტია – დეგნანი

ევროკაშის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან იდივიდუალურ შეხვედრებს ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც შეუერთდა. მისი თქმით, პოზიტირუი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და გამოსავლის მოძებნას ცდილობენ, ხოლო რა უნდა იყოს კომპრომისი, ეს მათი გადასაწყვეტია.

“ძალიან პოზიტიური ნიშანია რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და ცდილობენ გამოსავალი იპოვონ. ვფიქრობ ეს ნამდვილად პოზიტიურია. ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა არ უნდა გადაწყვიტონ, საკითხი საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. პოლიტიკოსები მუშაობენ იმისთვის რომ ეს საკითხი გადაიჭრას. ჩვენ მზად ვართ შეძლებისდაგვარად მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციულ საუბარს. [რა შეიძლება იყოს კომპრომისი] ეს ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ”, – თქვა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრები ამ დრიოსთვისაც გრძელდება. შეხვედრა უკვე დაასრულეს “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ და “ლებორისტების” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 61
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 54
    ვინ არის 31 წლის ხატია ჭყონია, რომელმაც ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან.     გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
    Tags: და, ძალიან, რომ, ამ
  • 52
    საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება არ მგონია რეკომენდებული იყოს- რას ამბობდა ზურაბიშვილი 2019 წელს“არ მგონია, ეს რეკომენდირებული იყოს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმის კითხვას, რას ფიქრობს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე: “ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია, შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის…
    Tags: და, რომ, არ, ეს, უნდა, ჩვენ, ამერიკის, ვფიქრობ, საქართველოს, ამ
  • 49
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, არ, რომ