ხმაურია ამ წუთებში ჭორვილაში, სადაც აქტივისტებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ოლიგარქის სახლთან არ უშვებენ.
მათ აქვთ ბანერები წარწერით – “თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს” და ამბობენ, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს და ამის შესახებ ინფორმაცია ოლიგარქმა ივანიშვილმაც უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 21-ე დღეა, საპატიმროში შიმშილობს.
tv mtavari