ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:
“თვეზე მეტია ზუგდიდში ვარ, ფეხ და ფეხ მოვიარეთ ქალაქი და მუნიციპალიტეტის სოფლები.
არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ აქ ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
აქაურების შემართებამ და ბრძოლის ჟინმა პირველ ტურში ანზორ მელიას გამარჯვება მოიტანა.
ასეა ახლაც, მეორე ტურის წინ .
ყოველ დღე დავდივართ, უამრავ ადამიანს ვხვდებით და ვერ წარმოიდგენთ, გამარჯვების როგორი “დუხი” მოაქვს ამ ხალხის განწყობას.
არ არსებობს ძალა, რომელიც ამ ადამიანებს საკუთარი ქალაქის, სოფლის განვითარებაზე უარს ათქმევინებს.
გამორიცხულია, ეს ხალხი შეაშინოთ, დააშანტაჟოთ.
მეორე ტურშიც ზუსტად ისე ჩაფლავდება “ქართული ოცნების” “ფალავანი”, როგორც პირველ ტურში ჩაფლავდა.
ვითომ ძველი ბიჭების და სუსის ზურგს ამოფარებული Mamuka Tsotseria მხოლოდ საკუთარ სიზმარში თუ გახდება ზუგდიდის მერი .
აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ მოახლოებული მეორე ტური.”