“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, აქვეყნებს სქრინს და წერს:
“Salome Zourabichvili სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად ცნო.
ქვემოთ იხილეთ თქვენი სამარცხვინო სტატუსი და ქართველ ხალხს გაეცით პასუხი-ვინ დაიწყო ომი?”