,,როგორც წკიპურტით დანიშნეს, ისე წკიპურტით გავაგდებინეთ 2014- ში ბიძინას. ალბათ ისევ მოუწევს წასვლა” – ეს განცხადება ,,რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
ბერძენიშვილის თქმით ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო დღეების განცხადებები, მისი უვიცობის შედეგია. ბერძენიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა პანდემიურ მდგოამრეობაზეც და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრემიერი ახლა ამ საკითხებით უნდა იყოს დაკავებული.
,,ეს არის სრულიად უვიცი არაადეკვატური, კაცი, რომელიც სრულიად შემთხვევით არის ქვეყნის ხელისუფალი, მას ისევ მოუწევს წასვლა დაკავებული თანამდებობიდან. კატასტროფული ქვეყანა გვაქვს ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით, როდესაც ლატვიამ გამოაცხადა ლოკდაუნი ქვეყანაში და მიმართა პრემიერმა მოქალაქეებს ნახევარი რომ ხართ აცრილი, ეს არ არის ევროპული სტანდარტიო, ჩვენთან უარესი მდგომარეობა გვაქვს ბევრად”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.