“მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.