კიდევ 42 გარდაცვლილი და 4 467 ახალი შემთხვევა – 23 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი, 1 790 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 487 კვლევა, აქედან 31 051 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 21 436​ ​PCR-ით. 22 ოქტომბერს აიცრა 5 469 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,51%-ია, ბოლო 14 დღის – 8,94%-ია, 7 დღის – 9,09%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 688 804 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 626 478 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 699 კი გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share