“თავისუფლება მიშას” – სარფიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა

“თავისუფლება მიშას” –  ამ სლოგანით დღეს ბათუმში აქცია გაიმართება. ოპოზიციის მხარდამჭერები და ბათუმელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და კიდევ ერთხელ მოითხოვენ მის გათავისუფლებას.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი პუტინისა და ივანიშვილის პირადი პატიმარია.

დაგეგმილია სარფიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებამდე ფეხით მსვლელობა. ამ აქციის მონაწილეები 5 საათზე ბათუმში დაგეგმილ გაერთიანებული ოპოზიციის აქციას დაესწრებიან მეორე ტურში მონაწილე ოპოზიციონერი ლიდერების მხარდასაჭერად, შემდეგ კი რუსთავის ციხისაკენ 400 კილომეტრს გაივლიან.

tv mtavari

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share