ყველა სხვაობის მიუხედავად, ოპოზიციურ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს-ირაკლი კუპრაძე

“ჩვენ დღეს შეიძლება აქ განსხვავებული პოზიციები გვქონდეს, ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მომავალზე განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ ვთანხმდებით აწმყოზე. ამის გაგრძელება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და ბათუმში ხდება არ შეიძლება არანაირად და ამის დასრულება, ბოლო წერტილი და თარიღი უნდა იყოს 30 ოქტომბერი, სადაც ყველანი ერთად მივდივართ და იმარჯვებს ოპოზიცია, მთელს საქართველოში. ყველა სხვაობის მიუხედავად, ღირსებას და ბათუმს, ოპოზიციურ გამარჯვებას, ალტერნატივა არ გააჩნია. ეს ბათუმი და ეს ქალაქი ჩვენი ყველასია, ყველასი ვინც აქ დგახართ, ვინც აქ არ დგას, ვისაც ეშინია და ეს შიში უნდა გადავტეხოთ”. – ამბობს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე ბათუმში მიმდინარე აქციაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share