გურიაში ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია – „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის“ მარათონი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ქეთევან მოისწრაფეშვილმა, სპეციალურ ჯგუფთან ერთად, დაბა ჩოხატაურში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულსა და სოფელ წყალწმინდაში მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა მათ. აცრის მსურველებს ადგილზე შეეძლოთ იმუნიზაცია პროფესიონალთა ჯგუფის მიერ. მარათონში მონაწილეობას იღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო ( UNDP).